|
ანეკდოტები იმერლებზე
ქუთაისელი ათვალიერებს ზოოპარკს, დაინახავს მაიმუნს და გალიის წინ გაჩერდება. 1 საათი უყურებს, 2 საათი უყურებს და მერე ეუბნება:
- ბიჭო ჯუმბერ შენ ხარ?
ქუთაისში მიცვალებულს ისეთი ძვირფასი თაიგული მიართვეს, რომ მიცვალებული თავად შეეგება.
ერთი ქუთაისელი ეუბნება მეორეს:
- იცი ბიჭო დედამიწა რომ ბრუნავს?
- ჩუმად ბიჭო, მთავრობამ არ გაიგოს თორე კატაობის ფულს გამოგვართმევს.
ჭიჭიკია და თავის ცოლი საფრანგეთში იყვნენ. ჩამოვიდნენ, ბიჭიკია ეკითხება: -რა ნახე ჭიჭიკია უდღეურო საფრანგეთშიო.
ჭიჭიკია: -ლუვრი ვნახე ეიფელის კოშკი და …
ბიჭიკია: -ჯოკონდა არ ნახე, ჯოკონდა?
ჭიჭიკია: -კი როგორ არა დაჟე ყიდვა მინდოდა მარა ნაზიკიამ არ ქნა.
ბიჭიკია: -რატო კი მარა რა არ მოეწონა?
ჭიჭიკია: -ფეხები უჩანდა ნამეტანი გლახად და მაგი არ მეეწონაო.
საჩხერეში გასვენებაა, მიცვალებულს მოასვენებენ ქუჩაში, ამ დროს ერთმა კაცმა ჩაილაპარაკა:
- შეხედე, მკვდარს ისე სწრაფად მოასვენებენ ხელები რუჩკებზე უკიდიაოოო.
-გამარჯობა ჭიჭიკია. რაფერ ხართ ოჯახში?
-შენ რო გაგეხარება ისე.
-რავა ამოწყდით თუ?
საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები სხედან მატარებლში. გადაწყვეტენ კარტის თამაშს. კარტის მაგივრად ჩამოდიან ინდაურს, ხაჭაპურს, ხინკალს და ა.შ. იმერელი მჭადს ჩამოვა. ეტყვიან:
- ეგ არ ჭრისო.
- მაშინ წავაგეო.
ყველაფერს მოხვეტავს
რავა ჩეიარა, ბუჯო, შენმა ქორწილმა, მაგრააათ? მაგარი საჩუქრები მოგიტანეს, სიმოოონ?
- ყველაზე ნაღდი საჩუქარი, სიმონ, ნათლიაჩემის იგი რომაა, დეიდაშვილის მამიდაშვილი, სიმონ, იმან გამიკეთა, ბუიშვილი ვიყო.
- რაი გაჩუქა ამფერი, შე ჩემანალა, მაგ ჩემანალამ!
- რაი, სიმონ და ჩემი სიდედრი მოწონებია ნამეტნავათ მაგ გამოსირებულს და არ მოუტაცნია, ბუჯოო.



(49 ხმა, საშუალოდ: 6-დან 4.94-ი)







